12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

ირაკლი კუპრაძის მთავარი დაპირება სკოლებში უფასო და ჯანსაღი კვებაა

თბილისის მერობის კანდიდატის, ირაკლი კუპრაძის თქმით, მისი მთავარი დაპირება სკოლებში უფასო კვება იქნება.

“სკოლებში, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, ყოველი მე-3 და მე-4 ბავშვი მწვავე შიმშილს განიცდის, რაც გავლენას ახდენს მათ შესაძლებლობებსა და განვითარებაზე […] ბავშვებო სკოლებში არ უნდა შიმშილობდნენ. სრულიად შესაძლებელია, თბილისის ბიუჯეტიდან 100 მილიონი ლარი გამოიყოს, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ, და თბილისში მცხოვრები 200 000 მოსწავლე სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ჯანსაღ კვებას მიიღებს […]

ჩვენი მთავარი დაპირებაა, რომ თბილისში, 200 000 მოსწავლისთვის 100 მილიონ ლარს გამოვყოფთ იმისთვის, რომ სკოლებში უფასო კვება არსებობდეს”. – თქვა ლელო-ძლიერი საქართველოსა და გახარია-საქართველოსთვის თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ.

banner
წინა სტატიაში14 შეკვრად დაფასოებული “მეტადონი” უპოვეს და დააკავეს – შემთხვევა მცხეთაში
შემდეგი სტატიატრამპმა მკითხა, იგებს თუ არა რუსეთი ამ ომს, ჩემი პასუხი იყო “არა!” – კიტ კელოგი