26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

ირაკლი კუპრაძე: „ქართულ ოცნებას“ ანაკლიის პორტზე საუბრის მორალური უფლება აღარ აქვს

პარტია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე საუბრის მორალური უფლება აღარ აქვს, რადგან ხელისუფლებამ წლების განმავლობაში არაერთხელ შეცვალა პროექტის განვითარების მოდელი, თუმცა პორტის მშენებლობა დღემდე არ დაწყებულა.

კუპრაძის თქმით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ხელისუფლება საზოგადოებას ანაკლიის პროექტის სხვადასხვა მოდელს სთავაზობდა, მათ შორის BOT, სახელმწიფოს 51%-იანი მონაწილეობით განვითარების, PPP-ისა და ახლა უკვე Landlord-ის მოდელს, თუმცა, მისი შეფასებით, შედეგი უცვლელია.

„ერთი ხელისუფლება, ოთხი განსხვავებული მოდელი და ერთი შედეგი — გაჩერებული ანაკლია. თუ ყოველი ახალი მოდელი საუკეთესო იყო, მაშინ ჩნდება მარტივი კითხვა – რატომ არ აშენდა ანაკლიის პორტი?“ – აცხადებს კუპრაძე.

მისი თქმით, ეკონომიკის მინისტრის განცხადება, რომლის მიხედვითაც ანაკლიის პორტი ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსა და კომპანიასთან პარტნიორობით განვითარდება, კონკრეტული დეტალების გარეშე გაკეთებული დაპირებაა და ხელისუფლების წინა განცხადებებს ეწინააღმდეგება.

კუპრაძე ასევე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ დასავლელი ინვესტორებისა და პარტნიორების ნდობა დაკარგა და წლების განმავლობაში პროექტის შეფერხების შემდეგ იმედი ჩინურ სახელმწიფო კომპანიებზე დაამყარა, თუმცა, მისი შეფასებით, ამ მიმართულებითაც კონკრეტული შედეგი ვერ მიიღო.

„პრობლემა არასოდეს ყოფილა BOT, PPP თუ Landlord-ის მოდელი. მსოფლიოში ყველა ამ მოდელით წარმატებული პორტები ფუნქციონირებს. პრობლემა ხელისუფლებაა, რომელსაც არ აქვს სტრატეგიული ხედვა, საერთაშორისო ნდობა და ეროვნული მნიშვნელობის პროექტების ბოლომდე მიყვანის უნარი,“ – აცხადებს კუპრაძე.

მისივე თქმით, „ძლიერი საქართველო – ლელო“ მიიჩნევს, რომ ანაკლიის პორტი სრული გამჭვირვალობით, დასავლელი სტრატეგიული პარტნიორების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ძლიერი კერძო ინვესტორების მონაწილეობით უნდა აშენდეს.

კუპრაძის განცხადებით, ანაკლია უნდა გახდეს საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ერთობლივი პროექტი, შავი ზღვის მთავარი ლოგისტიკური ჰაბი და კავკასიის ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრი.

banner
წინა სტატიაშიმთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს Land lord-ის მოდელით ააშენებს
შემდეგი სტატიაბექა ქურხული მოსამართლემ 3000 ლარით დააჯარიმა