21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

ირაკლი კუპრაძე: “ოცნება” ანგრევს სკოლებსა და ბაღებს

კოალიცია “ძლიერი საქართველო – ლელოს” ინფორმაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოს მცხოვრებლები საბავშვო ბაღის მშენებლობას 2023 წლიდან ელოდებიან – ხელშეკრულება 5-ჯერ შეიცვალა, ბოლო დაპირებით, საბავშვო ბაღი 2027 წელს უნდა აშენდეს.

“75 ბავშვზე გათვლილი ბაღის პროექტზე შესყიდვა ჯერ კიდევ 2023 წელს გამოცხადდა და ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას სამუშაოები 15 თვეში უნდა დაესრულებინა. თუმცა, პროცესი გაიწელა – ხელშეკრულება 5-ჯერ შეიცვალა, მშენებლობის ღირებულება 175 000 ლარით გაიზარდა, სამუშაოები დღემდე არ დასრულებულა და ბაღის ტერიტორია ამ დრომდე გადათხრილია. ბოლო დაპირებით, საბავშვო ბაღი 2027 წელს უნდა აშენდეს.

სოფელ სამრეკლოში თანაგუნდელებთან ერთად კოალიცია “ძლიერი საქართველო – ლელოს” გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე იმყოფებოდა.

მისი განცხადებით, “ქართული ოცნება” აგრძელებს ქართველი ხალხის გენოციდს – ანგრევს სკოლებს, ბაღებს, სხვადასხვა ინფრასტრუქტურას და აღარ ან ცუდად აშენებს. ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა კორუმპირებული “ქართული ოცნების” ჩამოშორებაა” , – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში“ზვიად გამსახურდიას საფლავზე დაფის განთავსება წარწერით “ელია” მიუღებელია”- კონსტანტინე გამსახურდია
შემდეგი სტატიაზელენსკი: უკრაინის შორ მანძილზე მოქმედმა დარტყმებმა მოსკოვის რეგიონში მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო