ირაკლი კუპრაძე – მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, „ტვ პირველში“ შესვლით, ნუ შექმნის დამატებით წინაღობას

„ლელოს“ წევრმა ირაკლი კუპრაძემ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, ტელეკომპანია „პირველში“ შეჭრით ნუ შექმნის დამატებით წინაღობას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უმნიშვნელოვანესი მოლაპარაკებების პროცესში.

მისი შეფასებით, ეს კონსტრუქციული საუბრის პერსპექტივისთვის მძიმე დარტყმა იქნება.

„ქართული ოცნების” სტილია, ერთი ნაბიჯი წინ, ორი უკან. „ტვ პირველში” შესვლა კონსტრუქციული საუბრის პერსპექტივისთვის მძიმე დარტყმა იქნება. ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს კონსტრუქციულ მოლაპარაკებებზე და პარალელურად, დამოუკიდებელ ტელევიზიაში პროკურატურის შესვლას ამზადებს. მსგავსი დესტრუქციული ქმედებები ზიანს აყენებს მოლაპარაკების შესაძლებლობას და ისევ დაძაბულობის საწყის რეჟიმში აბრუნებს პროცესს. კანონმდებლობის მიხედვით, ჟურნალისტს აქვს უფლება, არ გასცეს წყაროს ვინაობა, თუ იცის მის შესახებ, არ ითანამშრომლოს წყაროს ვინაობის დადგენის სასარგებლოდ. ჟურნალისტებს კანონი იცავს და ნებისმიერი საწინააღმდეგო იძულება, კანონის უხეში დარღვევა იქნება. მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, ტელეკომპანია „პირველში“ შესვლით, უმნიშვნელოვანესი მოლაპარაკების პროცესში დამატებით წინაღობას ნუ შექმნის“,-განაცხადა კუპრაძემ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა გურჯაანში ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიანოდარ მელაძე – შტურმის მოლოდინი გვქონდა – ხელისუფლება ახალ ეტაპზე გადავიდა