ირაკლი კუპრაძე – კალენდარულად მოდის თვითმმართველობის არჩევნები და შესაძლებლობა არსებობს, ორი არჩევნები ჩაინიშნოს ერთობლივად, ამ შესაძლებლობაზე საუბრობდა ზურაბიშვილი

კალენდარულად მოდის თვითმმართველობის არჩევნები და შესაძლებლობა არსებობს, ორი არჩევნები ჩაინიშნოს ერთობლივად, ამ შესაძლებლობაზე საუბრობდა ზურაბიშვილი, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„სრულიად გასაგებია ის მოთხოვნა, რომ მუნიციპალური არჩევნები და საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს ერთობლივად. ეს არის იმ მოთხოვნის ფარგლებში, რომელიც არსებობს საპროტესტო საზოგადოებაში, ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების თავისუფლება. კალენდარულად მოდის თვითმმართველობის არჩევნები და შესაძლებლობა არსებობს, ეს ორი არჩვნები ჩაინიშნოს ერთობლივად. ამ შესაძლებლობაზე საუბრობდა ზურაბიშვილი“, – აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.

კითხვაზე, იყო თუ არა ეს განცხადება ახალი და ელოდებოდა თუ არა დღეს რამე ახალს სალომე ზურაბიშვილისგან, კუპრაძემ განაცხადა, რომ რამე განსაკუთრებულს და საოცარ რეცეპტს არავისგან ელოდება.

„მე რამე განსაკუთრებულს, სიახლეს, საოცარ რეცეპტს და ოქროს გასაღებს არ ველოდები არავისგან, არც საკუთარი თავისგან, არც სალომე ზურაბიშვილისგან. ეს ბრძოლა არის სრულიად გასაგები ორი მოთხოვნის ფარგლებში, ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ფორმები არის მშვიდობიანი და უნდა იყოს ასეც. ამ გზას მივყვებით და შედეგამდე აუცილებლად მივალთ, როცა არ უნდა დადგეს ეს შედეგი“, – განაცხადა კუპრაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს აქციის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „არჩევნები უნდა იყოს ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი ან, ბოლოსდაბოლოს, თუ სხვა არა, ერთობლივად, საპარლამენტო და ადგილობრივი“.

banner
წინა სტატიაშინიკო მანაგაძე-შემოთავაზება იყო ასეთი: (მით უმეტეს) თუკი “მსხვილი” ოპოზიცია არ იყრიდა კენჭს არჩევნებზე და თავიანთ კანდიდატებს არ წარადგენდნენ, დამეყენებინა ჩემი კანდიდატურა ამ უბანში და ფაქტობრივად გარანტიას მომცემდნენ იმისა, რომ მანდატს დამითმობდნენ
შემდეგი სტატიაგიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს