18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

ირაკლი კუპრაძე კახა კალაძეს მიმართავს

„ძლიერი საქართველო – ლელოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე დედაქალაქის მერის, კახა კალაძეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

როგორც კუპრაძემ აღნიშნა, კახა კალაძემ თანამდებობა უნდა დატოვოს.

„თქვენს ქალაქში, სადარბაზოებთან ხვდებოდნენ ჟურნალისტებს, მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს და სცემდნენ, ფიზიკური ანგარიშსწორების ქვეშ იყვნენ. ნახევარ თბილისს დაურეკეს და დედა აგინეს, იმიტომ რომ აქციაზე იდგნენ. ეს ხომ იყო ორგანიზებული? არც ამაზე გრძნობთ პასუხისმგებლობას?… თქვენ უნდა გადადგეთ, თუ არ გეშინიათ ამ პასუხისმგებლობის აღების.

„ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებს და თანამდებობის პირებს დრო აფასებს და როგორც ვნახეთ, მხოლოდ და მხოლოდ ციხით ფასდებიან“, – აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.

banner
წინა სტატიაშიბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი დღეიდან ოფიციალურად ამოქმედდება
შემდეგი სტატიაადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ უტყისუბანში საპიკნიკე და საკემპინგე ადგილი მოეწყო