18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

ირაკლი კუპრაძე: ივანიშვილის გაკეთილშობილება შეუძლებელია, ის უნდა დაამარცხო უპირატესობით

„ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ ინგა გრიგოლიას “რეაქციაში“ განაცხადა, რომ ივანიშვილის გაკეთილშობილება შეუძლებელია, ის უნდა დაამარცხო უპირატესობით.

,,ჩვენი მიზანია, რომ მივაღწიოთ უკეთეს შედეგებს, უკეთეს სამართლიან პირობებს, მაგრამ მოლოდინი, რომ ივანიშვილი გახდება ხვალ კეთილშობილი და სამართლიანი, არ არსებობს. ვისაც ამის მოლოდინი აქვს და პოლიტიკაში იმყოფება, დაანებოს პოლიტიკას თავი. 14 წლის განმავლობაში ივანიშვილისგან ადეკვატური სიკეთე ან კეთილშობილება გახსოვთ? ივანიშვილის გაკეთილშობილება შეუძლებელია. ის უნდა დაამარცხო უპირატესობით. პროპაგანდას აქვს თავისი ლიმიტები. ორბანმაც სცადა, მაგრამ აღარ იმუშავა.

გვაქვს კონკრეტული პოზიცია, ყველამ გონიერებას მოუხმოს, პატრიორტული გადაწყვეტილება მივიღოთ და არ დავუთმოთ არაფერი ივანიშვილს. ყველამ თავისი მიმართულებით გააგრძელოს ბრძოლა და მას დავაკლოთ ის მხარდაჭერა, რომელიც გადამწყვეტია. ჩვენ შევეჭიდებით ყველაფერს, დავამარცხებთ კიდევაც, მაგრამ ამ დამარცხებას სხვადასხვა პოლიტიკური აქტორის მონაწილეობა სჭირდება. არ შეიძლება ბოიკოტში ჩაშვება, არ შეიძლება ივანიშვილისთვის ძალაუფლების მიტოვება და მიბარება, თორე ვნახავთ, ის როგორ გადაიბარებს ისევ ძალაუფლებას, საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებს, კონსტიტუციას შეცვლის, გააბედურებს ყველაფერს და ვადას გადაიგრძელებს 2030 წლამდე, რადგან ის მისტიკაზე შექანებული ადამიანია, – განაცხადა კუპრაძემ.

banner
წინა სტატიაშიტაივანის საკითხი, შესაძლოა, აშშ-ჩინეთის კონფლიქტის მიზეზი გახდეს
შემდეგი სტატიამაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას