ელექტროენერგიის ფასის ზრდას პარტია “ძლიერი საქართველო” ეხმაურება.
“დღეიდან დენი 5 თეთრით გააძვირა “ქართულმა ოცნებამ”!
ზოგად ტვირთთან ერთად, ეს გამოიწვევს ფასების მატებას ყველა პროდუქტზე, მათ შორის პურზე.
ასეთი ფარსი, ტყუილი და დამცირება რაც “ოცნების” ფასების კომისიაა, ძალიან დიდი ხანია არ ყოფილა!
დაფიქრდით და აღმოაჩენთ, რომ პირველ რიგში შეურაცხყოფას სწორედ “ოცნების” ამომრჩევლებს გაყენებენ ამ პროპაგანდისტული სალაფავით!
“ოცნება” = მაღალ ფასებს
“ოცნება” = სიღარიბეს
“ოცნება” = მეტ მშიერ ადამიანს
“ოცნება” = ტყუილს”,_ აცხადებს ირაკლი კუპრაძე.


















