ირაკლი კუპრაძე: ბათუმი არ აპირებს დაუთმოს ივანიშვილს ქართული სახელმწიფო და ქვეყნის მომავალი!

region
ავტ.: region ნოემბერი 3, 2020 19:28

ირაკლი კუპრაძე: ბათუმი არ აპირებს დაუთმოს ივანიშვილს ქართული სახელმწიფო და ქვეყნის მომავალი!

აჭარის მთავრობის სახლთან “ლელომ” აქცია გამართა, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, მაატი განცხადებით ქვეყანაში 31 ოქტომბერს არჩევნები გაყალბდა.

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კუპრაძის თქმით, ბათუმი არ აპირებს დაუთმოს ივანიშვილს ქართული სახელმწიფო და ქვეყნის მომავალი!

“ჩვენ შევიკრიბეთ და ვიცავთ საკუთარ ხმას და საკუთარ ქვეყანას ამ ტერორისგან.
ბრძოლას გავაგრძელებთ ბოლომდე, სანამ ივანიშვილი არ აღიარებს დამარცხებას. ჩვენო მოთხოვნაა თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, რომელიც რეალურად უნდა ასახავდეს ბათუმის, აჭარის და მთელი საქართველოს ნებას. ბათუმი არის თავისუფლების ქალაქი და ბათუმელები არასდროს ვიტყვით უარს თავისუფლებაზე,”-განაცახადა კუპრაძემ.

აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები ამ წუთებშიც იკრიბებიან და სამომავლოდ პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

region
ავტ.: region ნოემბერი 3, 2020 19:28