ოპოზიცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის დაკავებასა და მისთვის პატიმრობის შეფარდებას პოლიტიკურ დევნად და „ქართული ოცნების“ ორმაგ სტანდარტად აფასებს.
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, მსგავსი განცხადებების გამო პოლიტიკოსის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება შერჩევით მართლმსაჯულებაზე მიუთითებს.
გიორგი ბარამიძის დაკავება, გასაგებია, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა იმის გათვალისწინებით თუნდაც, რომ ეს არის სრულიად სულელური, უპასუხისმგებლო და იდიოტური განცხადება გიორგი ბარამიძის მხრიდან. მსგავსი განცხადებები არაერთი აქვს გაკეთებული თავად ბიძინა ივანიშვილს და “ქართული ოცნების” ლიდერებს, რომლებიც საქართველოს და ქართულ სახელმწიფოს ადანაშაულებენ ომის დაწყებაში და თუ წარმოუდგენლად შეიძლება, მაგალითად, ბარამიძეს სამშობლოს ღალატის მუხლი მიუყენო, იმავე ბრალდებით, სამშობლოს ღალატის მუხლით უნდა გსამართლდეს ივანიშვილი და “ქართული ოცნების” ამის უმრავლესობა იმ სპიკერებისა, რომლებმაც დაადანაშაულეს საქართველო არაერთგზის საქართველო ომის დაწყებაში, – ამბობს ირაკლი კუპრაძე.








