ირაკლი კუპრაძე: ადამიანები, რომლებიც თავის დროზე სერჟანტ შავაძის საქმის მიჩქმალვაში მონაწილეობდნენ , დღეს “ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები არიან

“ლელო-საქართველოსთვის” აჭარის ორგანიზაციის ლიდერი ირაკლი კუპრაძე “ქართულ ოცნებას” სერჟანტ შავაძის საქმის გამოუძიებლობაში ადანაშაულებს.

როგორც ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სერჟანტის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადდანიშნულმა მოსამართლე ვასილ როინიშვილმა და “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რესან კონცელიძემ თავის დროზე არ გამოიძიეს.

“მოვისმინეთ კახა კალაძის სამარცხვინო ბრიფინგი, რომელიც სერჟანტ შავაძის საქმეზე საუბრობდა, რომლის სიცოცხლე წინა ხელისუფლების პერიოდში ხელჰყვეს. კახი კალაძეს ავიწყდება ის ფაქტორი, რომ ადამიანები, რომლებიც თავის დროზე ამ საქმის მიჩქმალვაში მონაწილეობდნენ და დღეს “ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები არიან, მაგალითად: ვასილ როინიშვილი პირი, რომელიც აჭარის მთავრი პროკურორი იყო, სერჟანტ შავაძის საქმეს იძიებდა , “ქართულმა ოცნებამ” აირჩია და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა. რამდენიმე თვის წინ “ლელო-საქართველო” საკონსტიტუციო სასამართლოსთან იდგა და ვასილ როინიშვილის დანიშვნას აპროტესტებდა, რადგან მის სახელთან სერჟანტ შავაძის გამოუძიებელი და მიჩქმალული საქმეა დაკავშირებული.

შევახსენებ, რომ სერჟანტ შავაძის გამომძიებელი ბათუმის მაჟორიტარ კანდიდატად რესან კონცელიძე დააყენეს, რომელმაც შავაძის ოჯახს დაზარალებული სტატუსიც კი არ მიანიჭა. “ქართული ოცნება” იმ დანაშაულებრივი საქმის თანამონაწილეა, რაზეც ევროპული სასამართლო დღეს საუბრობს. წლების განმავლობაში საქმე გამოუძიებელი დატოვეს, ესენი “ქართული ოცნების” წევრები არიან”, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

banner
წინა სტატიაშილაგაზიძე: ვისაც რუსული ჩექმის ლოკვა უნდა, ლოკოს, ამ ქვეყანას რუსეთისთვის არ დავათმობინებთ
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი: ჩვენს ოპონენტებს მოვუწოდებთ, საკუთარ ამომრჩევლებს ზურგი არ აქციონ