ირაკლი კოვზანაძე – ჩემი სურვილი იყო და არის, რომ ოპოზიცია მონაწილეობდეს საპარლამენტო განხილვებში და დისკუსიებში

ჩემი სურვილი იყო და არის, რომ ოპოზიცია მონაწილეობდეს საპარლამენტო განხილვებში და დისკუსიებში. ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ჩვენს კომიტეტში მუშაობდა და თანამშრომლობდა, მიუხედავად ჩვენს შორის არსებული პოლიტიკური ხედვების განსხვავებისა, ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა საკითხების განხილვებსა თუ დისკუსიაში, – განაცხადა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ, რომელიც ეკონომიკური პროფილის ხუთი გაერთიანებული კომიტეტის სხდომას ხელმძღვანელობს.

სხდომაზე სამთავრობო პროგრამა განიხილება. განხილვას ოთხი მინისტრობის კანდიდატი ესწრება.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომის დაწყებისას აღნიშნა, ოპოზიციის კითხვები, კრიტიკა, არა ყოველთვის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში საჭირო იყო.

„სხვა კუთხით, სხვა მიმართულებით შეახედებდა ხოლმე საკითხებს როგორც ტრიბუნასთან მდგომ პირებს, ასევე ჩვენ უმრავლესობის წარმომადგენლებს“,-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა