ირაკლი კოვზანაძე – ჩემი პოზიციაა, რომ პენსიონერებისთვის სესხზე საპროცენტო განაკვეთი და მათ შორის ვალის ტვირთი, მაღალია

ჩემი პოზიციაა, რომ პენსიონერებისთვის სესხზე საპროცენტო განაკვეთი და მათ შორის ვალის ტვირთი, მაღალია,- ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ჟურნალისტებთან კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სადაც განიხილავენ პარტია „მოქალაქეების” ინიციატივას, რომელიც პენსიონერებისთვის სესხზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებას ითვალისწინებს.

კოვზანაძე მიიჩნევს, რომ პენსიონერების ყოფითი მდგომარეობა უნდა შემსუბუქდეს.

„ოპოზიციის წარმომადგენლების ლევან იოსელიანის და ალექსანდრე ელისაშვილის წერილით მომართვის საფუძველზე დღეს გაიმართება საკომიტეტო მოსმენა პენსიონერების სესხზე მაღალ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებულ საკითხებზე, სადაც მოვუსმენთ ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს.

ჩემი პოზიციაა, რომ პენსიონერებისთვის სესხზე საპროცენტო განაკვეთი და მათ შორის ვალის ტვირთი, მაღალია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ 800 ათასამდე პენსიონერის ყოფითი მდგომარეობა შევამსუბუქოთ. ამავე დროს არ უნდა გავაღვივოთ ანტისაბანკო განწყობები, რომელიმე კონკრეტული ბანკის თუ მთლიანად საბანკო სისტემის მიმართ. მითუმეტეს პანდემიის და ასეთი ღრმა ეკონომიკური კრიზისის პირობებში. სწორედ ამას უნდა ემსახურებოდეს დღევანდელი სხდომა,”- განაცხადა კოვზანაძემ.

banner
წინა სტატიაშისარჯველაძე – ოპოზიციის რიგებში ყველას ერთნაირი მზაობა არ აქვს
შემდეგი სტატიამარკ რუტე ირაკლი ღარიბაშვილს – ერთად კიდევ უფრო გავაძლიერებთ ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობას