ირაკლი კოპლატაძე, თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

თურქეთში საქართველოს ელჩი, ირაკლი კოპლატაძე, თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

კოპლატაძემ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ ანკარაში ამ დროისთვის დაძაბული ვითარებაა. მოვლენების ძირითადი ეპიცინტრი სახელისუფლებო კვარტალია, სადაც განთავსებულია სამინისტროები და სახელმწიფო დაწესებულებები.

ელჩი მოწუოდებს თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ქუჩაში გადაადგილებისგან.

“ბოლო ინფორმაციის თანახმად არის სამხედრო გადატრიალების მცდელობა. ამჟამად ვრცელდება ურთიერთ გამომრიცხავი ინფორმაცია რომელზე დაყრდნობაც ჯერჯერობით არის ნაადრევი. ჩვენ უნდა დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და თურქეთს როგორც ჩვენს მეზობელ და სტრატეგიულ და პარტნიორ ქვეყანას უნდა ვუსურვოთ ვითარების მშვიდობიანი განვითარება იმ მძიმე წუთებიდან, რომელიც ახლა არის ქვეყანაში. ძირითადი დატვირთვის ცენტრი დაძაბულობის არის სახელმწიფო დაწესებულებები , სამინისტროები გენერალური შტაბი, სახელმწიფო ტელევიზია. შესაბამისად არავითარი შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების განსაცდელის შესახებ ცხელ ხაზზე არ შემოსულა,“-განაცხადა ირაკლი კოპლატაძემ.

მისი ინფომრაციით, საქართველოს საელჩო მუშაობს 24-საათიანი რეჟიმით. ფუნქციონირებს ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ დარეკვა.

ცხელი ხაზის ნომერია + 905336903040

banner
წინა სტატიაშიაჯანყებული თურქეთი (ფოტოები)
შემდეგი სტატია(video) უახლოეს ხანში ქვეყანაში ახალი კონსტიტუცია იქნება მიღებული