ირაკლი კომახიძე – საქართველო მტკიცედ დგას მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით, რაც გამოიხატება არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ძლიერი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით

“ზუსტად 2 წლის წინ, ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის თავზე უდიდესი უსამართლობა დატრიალდა. რუსეთის სამხედრო აგრესიამ ათიათასობით უკრაინელის, მათ შორის ასობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა, 10 მილიონზე მეტი ადამიანი ლტოლვილად ან დევნილად იქცა, განადგურდა ქვეყნის ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა, ოკუპირებულია უკრაინის ტერიტორიის 20 პროცენტი. ომს ყოველდღიურად მოაქვს მსხვერპლი და ნგრევა, რაც აუცილებლად უნდა დასრულდეს.
საქართველო მტკიცედ დგას მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით, რაც გამოიხატება არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ძლიერი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით. ჩვენ მეგობარ უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას!
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი კობახიძე” – ასე ეხმაურება რუსეთ-უკრაინის ომიდან 2 წლის გასვლას საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: დარწმუნებული ვარ, კაცობრიობა არ დაკარგავს პატივისცემას ჩვენი ხალხის გმირობის მიმართ
შემდეგი სტატიაწამებით მოკლული პატიმარი, იმავე კოლონიაში, სადაც ნავალნი გარდაიცვალა