ჩვენი წითელი ხაზი გადის დეოკუპაციაზე, ამ სტრატეგიული ინტერესის საწინააღმდეგო ნაბიჯს პარლამენტი არ გადადგამს

kobaxidze-rustaviპარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოკუპაციის შესახებ კანონის პროექტის ინიცირება წინა მოწვევის პარლამენტში მოხდა, თუმცა მისი განხილვა ვერ მოესწრო და ახალმა პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ წარდგენილი ინიციატივა განიხილოს.კობახიძე აცხადებს, რომ სულ წინა მოწვევის პარლამენტმა 118 კანონის პროექტი ვერ განიხილა და მათგან მხოლოდ 28-ის განხილვის გადაწყვეტილება მიიღო.

კობახიძე ამბობს, რომ კანონის პროექტი უცხოელი პარტნიორების მოთხოვნებს ეფუძნება, თუმცა დამტკიცდება თუ არა კანონი, ჯერ ცნობილი არ არის.

“ამ კანონის პროექტზე გადაწყდა, რომ მსჯელობა გაგრძელდებოდა. ეს იყო მოთხოვნა უცხოელი პარტნიორების. მათ შორის იმ სუბიექტების, რომლებიც პროცესების მონიტორინგში არიან ჩართულები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მათი მოთხოვნა იყო, რომ კონკრეტულ შემთხვევაში წინასწარ შეცნობილი მიზნის გარეშე ადამიანები კვეთდნენ საზღვარს და სახელმწიფო მათ მკაცრ სანქციას უპირისპირებდა, ანუ უცხოელები კანონის შემსუბუქებას ითხოვდნენ. კანონის პრეოქტის მიხედვით, მსგავს შემთხვევაში, პირველ ჯერზე ადმინისტრაციული სახდელი შეეფარდოს საზღვრის გადამკვეთს, განმეორების შემთხვევაში კი, პატიმრობა. მაგრამ, ეს მხოლოდ ინიციატივაა და მეტი არაფერი. საგარეო პოლიტიკას რაც შეეხება, ჩვენი წითელი ხაზი გადის დეოკუპაციაზე. არცერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება ჩვენი სტრატეგიული ინტერესების საწინააღმდეგოდ,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

https://youtu.be/QYjZdtzy3AE

 

banner
წინა სტატიაშიპირობას ვდებ, რომ ვენეციის კომისია იქნება მთავარი არბიტრი გადაწყვეტილებაში – ირაკლი კობახიძე საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე
შემდეგი სტატია(video) ნიკა მელია: ამ მთავრობას ხელისუფლებაშიც მალე ვეღარ ვნახავთ