ირაკლი კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშვნა, ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ხალხი მოატყუა – ეკა გიგაური

ირაკლი კობახიძე შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელი გახდეს – არასამთავრობო ორგანიზაციებში განმარტავენ, რომ თუკი კობახიძეს სასამართლოს ჩააბარებენ, მისი გადადგომა რუსი დეპუტატების პარლამენტში შეშვების გამო ფარსი გახდება. მათი თქმით, აღმოჩნდება, რომ ხელისუფლებამ, საკუთარი მოსახლეობა, უმძიმესი ღამის შემდეგ მოატყუა.

„მან უნდა გადაწყვიტოს სხვადასხვა ქმედებების კონსტიტუციურობა ჩვენს ქვეყანაში და რამდენად კონსტიტუციის შესაბამისი არის ქმედება ან კანონი, ამიტომ ეს უფრო მაღალი სტატუსი არის რა თქმა უნდა ეს იქნება ფარსი,“-აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თავმჯდომარე ეკა გიგაური.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარის, გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოში გამწესებაზე საუბარი 20 ივნისის ღამემდეც მიდიოდა. მისი თქმით, ვიდრე გადაყენებულ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს მოსამართლედ არ დანიშნავენ, მას შეფასების გაკეთება გაუჭირდება.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე, რომელიც პარლამენტის სირცხვილი იყო, საკონსტიტუციო სასამართლოს კი არა, არ უნდა გააკარონ ქართულ პოლიტიკას – ბესელია
შემდეგი სტატიაპოლიტსაბჭოს შემდეგ ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას მართავს – მმართველმა გუნდმა პარლამენტის დღის წესრიგიც შეცვალა