ირაკლი კობახიძის მართვის ხელწერა არის სიმშვიდე, გამოცდილება, სიბრძნე

„ირაკლი კობახიძისგან იმას ველოდები, რაც ალბათ რთული იყო, გაგეკეთებინა რაიმე პროგნოზი, როცა ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარეობიდან წავიდა და ირაკლი კობახიძე ავირჩიეთ.

მან დაიწყო მმართველი გუნდის მართვა, რომელსაც 41 ათასი წევრი ჰყავს. მან აიღო ამხელა პასუხისმგებლობა, ერთი შეხედვით, ასაკით ახალგაზრდა ადამიანმა, თუმცა თავისი სიდინჯით, სიბრძნით, განათლებით და მენეჯერული თვისებებით მოახერხა და მართა. სწორედ ამ პერიდოში „ქართული ოცნება“ ისე შეკრული იყო, როგორც არასდროს. ვგულისხმობ არა მხოლოდ პარტიულობას, არამედ მთავრობასთან ურთიერთობას და კოორდინაციას. სწორედ ეს იყო ირაკლი კობახიძის დამსახურება. მისგან სწორედ ასეთ პროცესებს ველოდები. მისი მართვის ხელწერა არის სიმშვიდე, გამოცდილება, სიბრძნე, რაც დაფუძნებულია მის განათლებაზე“,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის უნივერსიტეტში ზამთრის სკოლა “ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის” დაიწყო
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – ნული პროცენტი ოკუპაცია და ნული პროცენტი სიღარიბე, ეს არის ქართული ოცნება, ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო