ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა საარჩევნო სიის პირველი ნომერი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თავად ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა საარჩევნო სიის პირველი ნომერი.

კობახიძის თქმით, სიის ნუმერაციაზე მსჯელობა ჯერ არ ყოფილა.

“სიის პირველი ნომრის საკითხი ჯერ არ ყოფილა განხილული. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პირველ ნომრობას, ეს არის მისი გადასაწყვეტი. ის არის პირველი ნომერი პარტიაში, არის პარტიის თავმჯდომარე. შესაბამისად, თუ ის გადაწყვეტს ასეთ რამეს, ბუნებრივია, ის იქნება სიის პირველი ნომერი. ეს მისი გადასაწყვეტია”,- განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარია სალომე ზურაბიშვილს პასუხობს – ძალადობა, ერთი-ერთზე იქნება თუ ჯგუფური, არის კრიმინალი და ვაჟკაცობა სხვა ღირებულებებში გამოიხატება
შემდეგი სტატიაპარლამენტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონპროექტი სამი მოსმენით მიიღო