ირაკლი კობახიძის განცხადებით, არანაირი სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არანაირი სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება.

კობახიძეს კითხვით მიმართეს, რა კომენტარს გააკეთებდა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, საგარეო საქმეთა მინისტრი შეიცვალოს.

„არანაირი სამთავრობო ცვლილებები არ იქნება. ილია დარჩიაშვილი იყო წარმოდგენილი დელეგაციაში და ძალიან კარგად წარმოადგინა საქართველოს ინტერესები ვიზიტის ფარგლებში. მინდა, მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. არავითარი ცვლილებები მთავრობაში არ იგეგმება, გეგმაში ასეთი რამ არ არის. ერთ, ორ, სამ წელიწადში ასეთი რამ თუ მოხდება, ეს მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული. სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით არავითარი კონსულტაციები არ წარმოებს, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ეს არის, რაც ძალიან მკაფიოდ შემიძლია, გითხრათ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვიზეა დამოკიდებული, როგორ ხედავს საკუთარ თავს საარჩევნო კამპანიის პროცესში, გვექნება შეკრებები და დაიგეგმება საარჩევნო კამპანია
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – ცესკო-ს შესახებ კანონში ჩიხი შექმნა პუნქტმა, რომელიც თავის დროზე საბოტაჟის წყალობით ჩაიდო 19 აპრილის შეთანხმებაში, ახალი კანონი ჩიხიდან გამოსვლას ითვალისწინებს