17.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
banner

ირაკლი კობახიძის დეკლარაციაში მეუღლე არ ფიგურირებს

გამოქვეყნდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 2026 წლის ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც 31 მაისით თარიღდება. გასული წლის დოკუმენტთან შედარებით მთავარი ცვლილება ის არის, რომ ახალ დეკლარაციაში აღარ ფიგურირებს მისი მეუღლე, ნატალია მოწონელიძე.

დოკუმენტში ოჯახის წევრებად მითითებულები არიან მხოლოდ პრემიერ-მინისტრის შვილები. ცნობისთვის, 2025 წლის დეკლარაციის მიხედვით, ნატალია მოწონელიძე „საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს“ თავმჯდომარის პოსტს იკავებდა (წლიური შემოსავალი — 9 929 ლარი) და თსუ-ში მოღვაწეობდა (წლიური შემოსავალი — 36 830 ლარი).

ირაკლი კობახიძის საკუთრებაში რჩება თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე მდებარე 157.8 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი ბინა და 20 კვ.მ ავტოფარეხი (ორივე ქონება 2016 წელს, ჩუქების ხელშეკრულებით აქვს მიღებული).

2025 წელს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი კობახიძის წლიურმა ანაზღაურებამ 140 860 ლარი შეადგინა.

„თიბისი ბანკის“ ანგარიშებზე მას ფიქსირებული აქვს 30 000 აშშ დოლარი და 61 261 ლარი.

დეკლარაციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი თავად ფარავს ორი შვილის განათლების ხარჯებს. 2025 წელს, 2026-2027 სასწავლო წლისთვის, შვილების სწავლის საფასურის სახით მან სულ 72 887 ლარი გადაიხადა.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: Patriot-ის რაკეტების დეფიციტის გამო, 27 ბალისტიკური რაკეტიდან მხოლოდ ერთის ჩამოგდება მოხერხდა
შემდეგი სტატიანანუკა ჟორჟოლიანი: თინა ბოკუჩავასთან დაკავშირებით სინდისის ქენჯნა არ მაქვს – პარტიაში მისი დარჩენის მომხრე ვიყავი