ირაკლი კობახიძის 23 აპრილის ბრძანებით, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები პოსტებზე აღდგნენ. ისინი მუშაობას ახალი მინისტრის, სულხან თამაზაშვილის გუნდში გააგრძელებენ.
მინისტრის მოადგილეებს უფლებამოსილება მას შემდეგ შეუწყდათ, რაც უწყების ხელმძღვანელი შეიცვალა. პროცედურის თანახმად, მინისტრის გადადგომა ან გათავისუფლება ავტომატურად იწვევს მისი მოადგილეების უფლებამოსილების შეწყვეტას.
ბრძანების თანახმად, თანამდებობებზე დაბრუნდნენ:
როლანდ მესხი – მინისტრის პირველი მოადგილე;
შალვა თადუმაძე – მინისტრის მოადგილე;
ალექსანდრე დარახველიძე – მინისტრის მოადგილე;
გიორგი სახოკია – მინისტრის მოადგილე;
მარიამ ტაბატაძე – მინისტრის მოადგილე.
საკადრო ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროში მას შემდეგ დაიწყო, რაც გელა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა. შს მინისტრის პოსტზე ის სულხან თამაზაშვილმა ჩაანაცვლა.















