ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა ეუთოს თავმჯდომარემ გააუქმა და არა პირიქით – ფინური გამოცემა

როგორც ხელოვნებათმცოდნე, არქიტექტორი, დისიდენტი და ზვიად გამსახურდიას იდეური თანამებრძოლი რენო სირაძე წერს, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან და ამავდროულად ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა ირაკლი კობახიძემ კი არა, თავად ეუთოს თავმჯდომარემ გააუქმა.
ამის დასამტკიცებლად რენო სირაძე აქვეყნებს სქრინს ფინეთში ყველაზე დიდტირაჟიან და პოპულარულ გაზეთში დაბეჭდილი ინტერვიუდან, რომელიც გამოცემას ელინა ვალტონენმა მისცა:
“ფინეთის ყველაზე დიდ გაზეთთან, “ჰელსინგინ სანომატთან” სატელეფონო საუბრისას ელინა ვალტონენმა განაცხადა, რომ კობახიძესთან აუდიენცია მისი, ელინა ვალტონენის თაოსნობით არ შედგა, და არა კობახიძის!
****
კიდევ ერთი უპრაგონო ქოცური სიცრუე!
გაავრცელეთ”, – წერს რენო სირაძე.
შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, ირაკლი კობახიძემ გააუქმა დაგეგმილი შეხვედრა ელინა ვალტონენთან, რადგან მიიჩნია, რომ რუსთაველის გამზირზე მისვლითა და აქციის მონაწილეების მხარდაჭერით მან საქართველოს კანონმდებლობა დაარღვია.
banner
წინა სტატიაშიGlobal Finance – მა საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრულ ბანკად დაასახელა
შემდეგი სტატიაზუგდიდში კაცი მართვის მოწმობის გამომცდელს დანით ემუქრებოდა მას შემდეგ, რაც მეექვსედ ჩაიჭრა