ირაკლი კობახიძეს ჰქონდა უფლებამოსილება, რომ მისთვის მიეცა შესაძლებლობა, შესულიყო პატიმართან – სოფო კილაძე

კვირას, არასამუშაო დღეს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაცემული ნებართვა მირზა სუბელიანთან ციხის საკანში შესვლის შესახებ – საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს განმარტებების გაკეთება უწევთ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ არც დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს, რომელმაც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი ციხეში მოინახულა და არც ირაკლი კობახიძეს კანონმდებლობა რ დაურღვევიათ.

„ქართული ოცნების“ წევრების შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს უფლება, რომ დეპუტატისთვის პატიმრის მონახულების შესახებ ნებართვა მიეცა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ აგორებულ შავ PR-ზე საუბრობს.

„მას კანიონი ცალსახად არ დაურღვევია. ბატონ ირაკლი კობახიძეს ჰქონდა იმის უფლებამოსილება, რომ მისთვის მიეცა შესაძლებლობა, რომ შესულიყო პატიმართან, პირიქით ადამიანის უფლებების სასარგებლო ნაბიჯი არის, როდესაც პატიმარი ითხოვს კონკრეტული თანამდებობის პირის, პარლამენტარის შესვლას მასთან მოსანახულებლად რა თქმა უნდა ამ შემთხევაში მაქსიმალურად უნდა შეეცადოს ყველა თანმდებობის პირი მათ შორის პარლამენტარი, რომ მოინახულოს მსჯავრდებული. ამაში ცუდი არაფერი არ იარის და რატომ არის ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ჩემთვის ცოტა უცნაურია. მეც და ჩემი ძალიან ბევრი კოლეგაც ნამდვილად შაბათსაც ვმუშაობთ და კვირასაც ვმუშაობთ და თქვენც არაერთხელ გინახივართ აქ შაბათს და კვირას, ამიტომ ამაში ცუდი ნამდვილად არაფერი არ არის იმიტომ რომ იმდენად რთული და დატვირთული გრაფიკი არის მე პირადად მაგალითად, კვირის დღეები არ მყოფნის იმისთვის, რომ ჩემი უფლებამოსილება შევასრულო. ხელისუფლებას, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ გადასაფარი არაფერი არ სჭირს, იმიტომ. რომ აბსოლუტურად მთელი საზოგადოება ხვდება იმას რა შავი პიარიც არის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ აგორებული და ეს ჩანაწერებით ომი არის სწორედ ამ შავი PR-ის ამბავი,“- განაცხადა სოფო კილაძემ.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილს 10-15 ოქტომბერს 800 ათას ლარზე მეტი შესწირეს
შემდეგი სტატიაგიორგი ჭელიძეს 16 ადვოკატი იცავს