ირაკლი კობახიძემ სუსი-ს შენობა დატოვა და ოპონენტებზე ზეწოლის ახალი ტალღაც დაანონსა

region
ავტ.: region ნოემბერი 5, 2020 19:49

ირაკლი კობახიძემ სუსი-ს შენობა დატოვა და ოპონენტებზე ზეწოლის ახალი ტალღაც დაანონსა

ირაკლი კობახიძემ სუსს ინფორმაცია მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე მიაწოდა, სადაც მან განაცხადა, რომ ოპოზიცია აარეულობის მოწყობას გეგმავს. კობახიძე შენობაში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

კობახიძე არ გამორიცხავს, რომ სუს-მა ოპოზიციის ლიდერების გამოკითხვის პროცესიც დაიწყოს.

“მე გავაკეთე განცხადება და ამის საფუძველი არსებობდა, დადასტურდა კიდეც, ჩვენ ვნახეთ ადამიანები, რომლებიც არჩევნების დღეს ხელკეტებით და ელექტროშოკებით გადაადგილდებოდნენ. შექმნილი იყო ჯგუფები, მათ შორის ეკიპაჟები, ყოფილი სამხედროები. არჩევნების დღის გარდა, არჩევნების შემდგომაც ჰქონდა გარკვეული გეგფმები, რაზეც, ასევე მივაწოდე ინფორმაცია უწყებას,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის თავმჯდომარემ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გააკეთა განცხადება, რომ ოპოზიცია რევოლუციური სცენარით არეულობისთვის ემზადება, სადაც ხელკეტები და ელექტროშოკი ფიგურირებს. კობახიძე ამბობს, რომ სუსს იმ ადამიანების სიაც მიაწოდა, ვიონც ამ არეულობის უკანაა მოაზრებული.

region
ავტ.: region ნოემბერი 5, 2020 19:49