ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებსა და დიპკორპუსთან ერთად, აგვისტოს ომის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულ გმირთა ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო.

მთავრობის მეთაურმა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„ყველას გვახსოვს უმძიმესი ტრაგიკული დღეები, თუმცა ეს დღეები ჩვენ ასევე სიამაყით გვავსებს, გამომდინარე იმ უდიდესი გმირობიდან, რომელიც ჩაიდინეს ჩვენმა სამხედროებმა და რა თქმა უნდა, ჩვენ მათ კიდევ ერთხელ უნდა მივაგოთ პატივი. მათ ჰქონდათ ოცნება – ეს იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და დარწმუნებული ვარ, მათი გმირობა უკვალოდ არ ჩაივლის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება, აღდგება მშვიდობიანი გზით და ასრულდება ის ოცნება, რაც ჰქონდათ ჩვენს გმირებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – ყველა საერთაშორისო ინსტიტუტმა თქვა, რუსეთმა ომი დაიწყო 7 აგვისტოს, მაგრამ ხელისუფლებაში რომ ხარ და ამ საკითხსაც დაპირისპირებისთვის იყენებ, ნათლად აჩვენებს, რომ ღირსი არ ხარ, ქვეყანას მართავდე
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა მინისტრმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო