15.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა

ირაკლი კობახიძემ, მთავრობის წევრებთან ერთად, მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა.

კობახიძემ თანამედროვე, ძლიერი ქართული სახელმწიფოს შენების პროცესში მუსლიმი თემის როლზე ისაუბრა და მათ დამდეგი რამადან-ბაირამი მიულოცა.

„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, წელსაც გიმასპინძლოთ იფთარზე. ეს შეკრება კიდევ ერთი დასტურია, რომ ჩვენი ძმობა, ერთობა და ურთიერთპატივისცემა ურყევია. თითოეულ მუსლიმს საქართველოში, მთელ მუსლიმ თემს ვულოცავ რამადანის წმინდა თვეს. სულ მალე ისლამური სამყარო რამადან-ბაირამს აღნიშნავს. ეს არის ერთიანობისა და ძმობის დიდი დღესასწაული, რომელსაც ქართული სახელმწიფო თქვენთან ერთად იზიარებს. ჩვენი სიძლიერე არის იმ ერთობაში, რომელიც საქართველოში, ამ მიწაზე მცხოვრებ ხალხებს გვაკავშირებს. დღეს რეგიონში მიმდინარეობს ურთულესი მოვლენები და ამ ფონზე განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ საქართველოში სუნიტები და შიიტები ერთად ერთ მეჩეთში ლოცულობენ. სწორედ ამით არის ქართული ისლამი უნიკალური. ვფიქრობ, ეს მშვიდობიანი თანაარსებობისა და საყოველთაო თანხმობის ყველასთვის მისაბაძი მაგალითია. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ დღეს რთული ვითარებაა შექმნილი ახლო აღმოსავლეთში. ჩვენს მეგობარ ქვეყნებს მინდა, ვუსურვო მშვიდობის აღდგენა, რაც არის აუცილებელი პირობა, რომ ხალხს ჰქონდეს კეთილდღეობა, იყოს წინსვლა და განვითარება. ყველას ვუსურვებ მშვიდობას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი – ჩვენთვის ცნობილია, რომ რუსეთი აშშ-ის წარმომადგენლებთან სანქციების შესაძლო მოხსნაზე დიალოგს აწარმოებს
შემდეგი სტატიაჩინეთის მოქალაქეს, რომელმაც ფინანსური პირამიდით 56 ადამიანის ფული მიითვისა, ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს