ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას, კონგრესმენ ჰეროლდ როჯერსის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა. ამის შესახებ ,,თაიმერს” პარლამენტიდა აცნობეს.

ირაკლი კობახიძემ სტუმრებს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო და საკონსტიტუციო რეფორმა გააცნო. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ორი ქვეყნის თანამშრომლობის, ურთიერთდახმარებისა და არსებული ურთიერთობების მომავალში გაღრმავების მნიშვნელობაზე.

კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ამერიკა ამაყობს საქართველოს მიერ გლობალური მასშტაბით დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვისათვის შეტანილი წვლილით, რისთვისაც მან ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა.

კონგრესმენმა ჰეროლდ როჯერსმა ხაზი გაუსვა ბოლო წლების განმავლობაში, რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოს წინსვლას და პროგრესს.

მისი განცხადებით კონგრესს სურს, რომ საქართველოს შეუნარჩუნდეს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი დახმარება, რომელიც საქართველოსთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო იქნება ამერიკის შეერთებული შტატების მხარდამჭერი მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების გასამარჯვებლად.

მხარეებმა ისაუბრეს ასევე ორ ქვეყანს შორის სამხედრო თანამშრომლობის საკითხებზე.

ამერიკის შეერთებულ შტატების კონგრესის დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც ჰეროლდ როჯერსი ხელმძღვანელობს, შედიან კონგრესმენები: ჰენრი ქუელარი, ჩარლზ ფლეიშმანი, სტივ უომეკი, ჯონ დანკანი და ჯონ კარტერი.

პარლამენტის თავმჯდომარის სახელით გამართულ ვახშამს ქართული მხრიდან ესწრებოდნენ: საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია, ფრაქცია „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე გიორგი წერეთელი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე.

banner
წინა სტატიაშიბოლო 100 წლის განმავლოაბაში პირველად დღეს დედამიწას გიგანტური ასტეროიდი “ფლორენსი” ჩაუვლის
შემდეგი სტატიაუცხოურ ავიაკომპანიებს საქართველოში არსებული ლიბერალური რეგულაციები იზიდავს