8.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ნოემბერი 11, 2026
banner

ირაკლი კობახიძე:კახეთში გამართულ ღონისძიებაზე ევროკავშირის ელჩის ქმედებები წარმოადგენს ვენის კონვენციის პირდაპირ დარღვევას

ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე, ოლას“ არ მღერიან. ეს არის ჩემი გზავნილი მის მიმართ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა კახეთში, ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას, სადაც ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“ მღეროდა და უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „რამდენად ჯდება ჰერჩინსკის ქმედებები დიპლომატის ფუნქციებში?“

კობახიძის შეფასებით, კახეთში გამართულ ღონისძიებაზე ევროკავშირის ელჩის ქმედებები წარმოადგენს ვენის კონვენციის პირდაპირ დარღვევას.

„რა თქმა უნდა, არ ჯდება. ეს ქმედებები არის ვენის კონვენციის პირდაპირი დარღვევა. გარდა ამისა, ერთი გამონათქვამი მინდა გავიხსენო, რომ „ბრძოლის შემდეგ მუშტებს არ იქნევენ“. ასევე, ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე, ოლას“ არ მღერიან. ეს არის ჩემი გზავნილი მის მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის ძალების საშტატო რიცხოვნობა არაუმეტეს 37 ათასი სამხედრო მოსამსახურით იქნება განსაზღვრული
შემდეგი სტატიაკალაძე: კაია კალასს რუკა რომ მიუტანო, ვერ გეტყვის საქართველო სად არის