ირაკლი კობახიძე:”ევროპარლამენტის რეზოლუციას, რა თქმა უნდა, ჩვენთვის აქვს ჩალის ფასი”

“ევროპარლამენტის რეზოლუციას, რა თქმა უნდა, ჩვენთვის აქვს ჩალის ფასი” – ამის შესახებ პალიტრა ნიუსის ეთერში “ქართული ოცნების” მოქმედი და პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საუბრობს.

ის ამჯერადაც ევროპარლამენტარებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ისინი “ევროკავშირის რეპუტაციას ჩრდილს აყენებენ”.

“როდესაც გეუბნებიან შენ, რომ სააკაშვილი და გვარამია უნდა გათავისუფლდნენ და ივანიშვილი სანქციების ქვეშ უნდა მოექცეს, ამას როგორ შეიძლება არ უპასუხო. ეს არის უბრალოდ სირცხვილი და რა თქმა უნდა, ამით ისინი პირველ რიგში ჩრდილს აყენებენ ევროკავშირის რეპუტაციას. იმიტომ რომ ეს საბოლოო ჯამში აისახა ევროპარლამენტის რეზოლუციაში. რაღაც ისეთ ფარატინა დოკუმენტში კი არა, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩაწერეს ასეთი სამარცხვინო რაღაცები” – ამბობს კობახიძე.

თუმცა, წამყვანის შეკითხვაზე, რომ ცოტა ხნის წინ ის ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ამბობდა, რომ ამ დოკუმენტს “ჩალის ფასი აქვს” და ხომ არ შეიცვალა აზრი, ამბობს: “რა თქმა უნდა, ჩვენთვის აქვს ჩალის ფასი. მთლიანად ღირსებასაა მოკლებული ეს დოკუმენტი, რომელიც დამტკიცდა”.

წინა სტატიაშიჯონსონი კრემენჩუკზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ: “პუტინმა კიდევ ერთხელ აჩვენა სისასტიკისა და ბარბაროსობის სიღრმე”
შემდეგი სტატიაკობახიძე: “ივანიშვილის ბილბორდებით გახდა ზურაბიშვილი პრეზიდენტი”