ირაკლი კობახიძე – ვულოცავ ნინო ლომჯარიას, ამ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევას

პარლამენტსა და სახალხო დამცველს შორის, პროდუქტიული თანამშრომლობის დიდი იმედი გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველად ნინო ლომჯარიას არჩევის შემდეგ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
”სახალხო დამცველის პოსტზე არჩეულია ქალბატონი ნინო ლომჯარია. ვულოცავ მას, ამ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევას. გვაქვს ძალიან დიდი იმედი, პროდუქტიული თანამშრომლობის პარლამენტსა და სახალხო დამცველს შორის. დადგენილება ამოქმედდება 2017 წლის 8 დეკემბრიდან, მას შემდეგ, რაც უფლებამოსილება ამოეწურება მოქმედ სახალხო დამცველს”, – განმარტა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტმა 96 ხმით 5-ის წინააღმდეგ სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: სწორედ ლომჯარია იქნება, ვინც “ქართულ ოცნებას” დაასამარებს
შემდეგი სტატია„ალბათ, არ არსებობს იმაზე დიდი პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა დამცველისთვის, იყოს სახალხო დამცველი“