27.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

ირაკლი კობახიძე: ვიდრე “ნაცმოძრაობა” ოპოზიციის ბირთვია, დემოკრატიული სისტემა ვერ ჩამოყალიბდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციაში ინტელექტუალური შიმშილია.

„ყველა ვხედავთ, რომ არა მარტო ამ პარტიაში [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“], არამედ რადიკალურ ოპოზიციაში, მძიმე ვითარებაა. არსებობს დეფიციტი, საკადრო და ინტელექტუალური შიმშილი და ამ ყველაფრის გამოხატულებაა ის საკადრო იდეები, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ.

ეს ძალიან კარგია იმისათვის, რომ საქართველოში პოლიტიკური სპექტრი გაჯანსაღდეს. ვიდრე ასეთი პოლიტიკური პარტიები, როგორიც არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მომიჯნავე პარტიები ოპოზიციის ძირითად ბირთვს წარმოადგენენ, დემოკრატიული სისტემა ვერ ჩამოყალიბდება.

ძალიან კარგია, რომ ეს პარტიები სულ უფრო სუსტდება. ასეთ პირობებში საქართველოს უჩნდება იმის პერსპექტივა, რომ ჯანსაღი ოპოზიცია ჩამოყალიბდეს და შესაბამისად ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მუმლაძე: 20 ივნისი არის დღე, როცა ქართველმა ერმა თქვა — საქართველო არ გარუსდება
შემდეგი სტატია“შენი ლამაზი ღიმილი მუდამ ჩვენს მეხსიერებაში დარჩება”- 13 ივნისს მდინარეში ჩავარდნილი 6 წლის გოგონა გარდაიცვალა