ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიისგან დადებით დასკვნას ელოდება

„ჩვენი მოლოდინი არის, რა თქმა უნდა, პოზიტიური, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე გვაქვს მიღებული წინა დასკვნა პროექტთან დაკავშირებით. იქ იყო ასახული 20-ზე მეტი რეკომენდაცია, რომელიც გავითვალისწინეთ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ვენეციის კომისიის დასკვნაზე საუბრისას განუცხადა.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტი ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს და ის სრულად თავსებადია სამართლებრივ პრინციპებთან.

„ ახალი დოკუმენტი, ჩვენს მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებები უზრუნველყოფს ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას, რომლის პირობებშიც იქნება უზრუნველყოფილი ქვეყნის ძალიან გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარება. ეს არის ამ დოკუმენტის საერთო სულისკვეთება. მთლიანად არის თავსებადი ეს დოკუმენტი სამართლებრივ პრინციპებთან განსხვავებით იმ დოკუმენტისგან, იმ კონსტიტუციისგან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დღეს მოქმედებს, აქედან გამომდინარე, ჩვენი მოლოდინი არის პოზიტიური“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი მექვაბიშვილი – ჩვენი საქმიანობის აქცენტი უნდა იყოს უფრო პრევენციული, ვიდრე სადამსჯელო
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: პრემიერ მინისტრის გამოსვლაში ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე, სათანადოდ იყო ხაზგასმული