ირაკლი კობახიძე – ველოდებით 8 სექტემბერს, შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, იმის მიხედვით, საპრეზიდენტო კანდიდატების რა სპექტრი ჩამოყალიბდება

ველოდებით 8 სექტემბერს, შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, იმის მიხედვით, თუ რა სპექტრი ჩამოყალიბდება კანდიდატების“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, საპრეზიდენტო არჩევნებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ჩვენ შეგვეძლო გაგვეთამაშებინა სცენარი, წარგვედგინა ჩვენი დამოუკიდებელი კანდიდატი, რაც პროცესში ხელოვნური ჩარევა იქნებოდა და ეს იქნებოდა არასწორი. ასე, რომ ჩვენ ველოდებით პროცესების განვითარებას, ველოდებით 8 სექტემბერს. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას იმის მიხედვით თუ რა სპექტრი ჩამოყალიბდება კანდიდატების “,- განაცხადა კობახიძემ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს ჩატარდება. უცნობია, რომელ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს მხარს „ქართული ოცნება“.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ვარკეთილში მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის დედა მთელი მსოფლიოსი და განსაკუთრებულად ჩვენი მფარველი