ირაკლი კობახიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზე-არ გვგონია, რომ 5 წლის თავზე მარგველაშვილის დამოკიდებულება შეიცვალოს, ჩვენი მოლოდინი პესიმისტურია

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის არჩევა ან ჩაგდება ჩვენთვის თვითმიზანი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობას პროცესთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინი არ აქვს.

“მთავარია კანდიდატი როგორი იქნება. სამწუხაროდ, მოლოდინი არ არის ოპტიმისტური და ეს პესიმიზმი დაკავშირებულია იმ პრაქტიკასთან, რომელიც ჩამოყალიბებული აქვს გიორგი მარგველაშვილს. ის ყოველთვის ცდილობდა დანიშვნებში ჩაედო საკუთარი პოლიტიკური ინტერესი და სწორედ ამის გამო ნიშნავდა ის საკუთარ თანამშრომლებს სასამართლო სისტემაში, როგორც საკონსტიტუციო, ასევე უზენაეს სასამართლოში. სამწუხარო პრაქტიკაა და ჩვენ არა გვგონია, 5 წლის თავზე მარგველაშვილის დამოკიდებულება შეიცვალოს. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოლოდინი არის პესიმისტური. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არც არჩევა და არც ჩაგდება არ არის თვითმიზანი. დაველოდებით კანდიდატურას და ვიმოქმედებთ ჩვენი უფლებამოსილების შესაბამისად,”- განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის რაიონში 41800 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა
შემდეგი სტატიატრამპის მრჩეველი “საპასუხო კიბერშეტევებზე” საუბრობს