11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

ირაკლი კობახიძე: უმკაცრესად ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას

საქართველოს პრემიერი-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელს X-ში, “თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის” მიერ ორგანიზებული სადილზე განხორციელებულ თავდასხმის მცდელობაზე კომენტარს აკეთებს.

როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, მოხარულია, რომ პრეზიდენტი ტრამპი და პირველი ლედი უსაფრთხოდ არიან.

“უმკაცრესად ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას. მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი, პირველი ლედი და ყველა იქ მყოფი, უსაფრთხოდ არიან”, – წერს პრემიერ-მინისტრი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი “თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის” მიერ ორგანიზებული სადილიდან გაიყვანეს მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა მამაკაცმა უსაფრთხოების სამსახურს ცეცხლი გაუხსნა.

სამართალდამცავების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი, 31 წლის მამაკაცი, დაკავებულია და სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობა უტარდება. მას ბრალს ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ.

banner
წინა სტატიაშიროგორია ელისო ბოლქვაძის ქონებრივი მდგომარეობა?
შემდეგი სტატიამეუფე შიო: ქალის და მამაკაცის თანასწორუფლებიანობა არ ნიშნავს მათი ბუნებრივი განსხვავებების გაუქმებას და მათი მოწოდებების ერთნაირობას