ირაკლი კობახიძე – უმჯობესია, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები კონცენტრირებული იყვნენ საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე

უმჯობესია, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ კონცენტრირებული საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროკავშირს აქვს უამრავი პრობლემა, მათ შორის მძიმე ეკონომიკური რეცესია.

„იცით, რომ კრიზისული ვითარებაა, დღეს ევროკავშირში არის მძიმე ტენდენციები ეკონომიკური რეცესიის თვალსაზრისით, ალბათ უფრო მეტად ამაზე უნდა იყვნენ კონცენტრირებული ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები. უმჯობესია, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ კონცენტრირებული საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული „დიფ სთეითის“ დამარცხებაზე
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე სამშობლოს ღალატის შესახებ მუხლზე – სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მოღალატეა ქართულ პოლიტიკაში და მათ ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ კონკრეტული საკანონმდებლო მექანიზმები