ირაკლი კობახიძე – უცხოელი აგენტების შესახებ კანონის დაინიცირების შემდეგ პოლიტიკური სუბიექტების ირიბად დაფინანსება შემცირებულია, თუმცა თითოეულ ასეთ პრეცედენტს ბოლომდე უნდა გავყვეთ

მნიშვნელოვანია, რომ არც პირდაპირი და არც ირიბი ფორმით არ მოხდეს საქართველოში უცხოური წყაროებიდან პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსება, რათა დაცული იყოს სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ასეთი დაფინანსების მოცულობა შემცირებულია, თუმცა თითოეულ ასეთ პრეცედენტს ბოლომდე უნდა გაყვნენ.

„პარტიების თუ ზოგადად, პოლიტიკური სუბიექტების ირიბი დაფინანსება ეწინააღმდეგება როგორც ჩვენს კანონმდებლობას, ისე სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპს. დემოკრატიულ ქვეყნებში დამკვიდრებული საყოველთაო მიდგომაა, რომ პარტიები, პოლიტიკური სუბიექტები შეიძლება ფინანსდებოდნენ შიდა სახელმწიფოებრივი წყაროებიდან და არა საზღვარგარეთული წყაროებიდან. ამასთან დაკავშირებით იყო სერიოზული გადახვევები, როდესაც არც თუ ირიბად ხდებოდა პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსება. ტენდენცია არის დადებითი. ეს დადებითი ტენდენცია დაიწყო მას შემდეგ, რაც დაინიცირდა პარლამენტში უცხოელი აგენტების შესახებ კანონი. მას შემდეგ ვხედავთ დადებით ტენდენციებს, აღარ ხდება ირიბი წესით პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსება, ასეთი დაფინანსების მოცულობა შემცირებულია. ეს ძალიან კარგია, თუმცა ბოლომდე უნდა გავყვეთ თითოეულ ასეთ პრეცედენტს. მნიშვნელოვანია, არც პირდაპირი და არც ირიბი ფორმით არ მოხდეს საქართველოში უცხოური წყაროებიდან პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსება, რათა დაცული იყოს სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ჩვენს ევროპელ პარტნიორების მოწოდებაა, რომ ყველა მხარე იყოს სათანადოდ ჩართული პროცესებში, ისინი არ მიესალმებიან ბოიკოტის გამოვლინებებს, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მხრიდან
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვიზეა დამოკიდებული, როგორ ხედავს საკუთარ თავს საარჩევნო კამპანიის პროცესში, გვექნება შეკრებები და დაიგეგმება საარჩევნო კამპანია