ირაკლი კობახიძე – წესით, იანვრის ბილომდე უნდა გაირკვეს მთელი სურათი, დარწმუნებული ვარ, შედეგად მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, საახალწლო დღესასწაულების შემდეგ, პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება.

კობახიძის თქმით, დარწმუნებულია, შედეგად, პარლამენტი მრავალპარტიული იქნება.

„ჩვენ ველოდებით მეხუთე რაუნდს, გვექნება კონსულტაციები ფასილიტატორ ელჩებთან. ვფიქრობ, რომ როგორც კი გადაივლის ახალი წლის დღესასწაულები, მაშინვე შესაძლებელი გახდება მეხუთე რაუნდის ჩანიშვნა და გაგრძელდება მოლაპარაკებები. წესით, იანვრის ბოლომდე უნდა გაირკვეს მთელი სურათი და დარწმუნებული ვარ, რომ შედეგად ჩვენ მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია „ქართლი ტექსტილის“ ახალი საწარმოს გახსნაზე – ჩვენი ამოცანაა, ყველამ ერთად, მსგავს ინვესტორებს, მსგავსი საწარმოების შექმნას ყველანაირად შევუწყოთ ხელი
შემდეგი სტატიამიხეილ სარჯველაძე – მუხლჩაუხრელი მუშაობაა საჭირო, რომ ერთხელ და სამუდამოდ მივაღწიოთ დეოკუპაციას