ირაკლი კობახიძე წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს თანაუგრძნობს.

„საქართველოს მთავრობის სახელით, მწუხარებას გამოვთქვამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს“, – აცხადებს პრემიერი.

შეგახსენებთ, წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა 2 ნოემბერს, ღამით გარდაიცვალა.

პოლიტიკოსის გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: მთელი გულით ვგლოვობ გია ხარჩილავას
შემდეგი სტატიაკახა კალაძე წალენჯიხის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამთქვამს