17.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

ირაკლი კობახიძე: თურმე თსუ ყოფილა ჰარვარდი,სტუ – კემბრიჯი და ილიას უნივერსიტეტი – ოქსფორდი, ოპინენტების კამპანია სიყალბეზეა აგებული

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანობაში სისტემის ოპტიმიზაციას, – ამის შესახებ  ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს ყველაფერი მიმართულია განათლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ ქვეყანაში.

„თავის დროზე სერიოზული პრეტენზიები გვესმოდა განათლების სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ჩვენი იოპონენტები აცხადებდნენ იმას, რომ მაგალითად ჩვენი ახალგაზრდები ხშირად მიდიოდნენ საზღვარგარეთ იმის გამო, რომ საქართველოში არ იყო უზრუნველყოფილი უმაღლესი განათლების სათანადო ხარისხი. ჩვენ დავაანონსეთ განათლების რეფორმა და უცბათ გაირკვა, რომ თურმე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოფილა ჰარვარდი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოფილა კემბრიჯი და ილიას უნივერსიტეტი ყოფილა ოქსფორდი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი და ეს კამპანია, რომელსაც ჩვენი ოპინენტები აწარმოებენ, არის ისევ და ისევ სიყალბეზე აგებული. ეს ყველაფერი მეტყველებს მათ სპეკულაციურ ბუნებაზე. რაც შეეხება კონკრეტულად 2 უნივერსიტეტის გაერთიანებას, თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ დისკუსიას, არის მხოლოდ ზოგადი განცხადებები და არცერთი კონკრეტული განცხადება იმასთან დაკავშირებით, თუ რა მინუსი შეიძლება ჰქონდეს ამ გაერთიანებას. პლუსი, დადებითი მხარე არის უამრავი“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებაზე პირველ კომენტარს აკეთებს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – საქართველოს მოქალაქეს პოლიტიკურ აქტივობას გარედან არ უნდა უფინანსებდნენ, იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპის დარღვევა