ირაკლი კობახიძე – თუკი ვირუსის მეორე ტალღა დაემთხვა არჩევნებამდე პერიოდს, შეიძლება, არჩევნები არ ჩატარდეს ოქტომბერში, მაგრამ ჩატარდება პირობითად, დეკემბერში

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 13, 2020 21:50

ირაკლი კობახიძე – თუკი ვირუსის მეორე ტალღა დაემთხვა არჩევნებამდე პერიოდს, შეიძლება, არჩევნები არ ჩატარდეს ოქტომბერში, მაგრამ ჩატარდება პირობითად, დეკემბერში

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუკი ვირუსის მეორე ტალღა დაემთხვა არჩევნებამდე პერიოდს, შეიძლება, არჩევნები არ ჩატარდეს ოქტომბერში, მაგრამ ჩატარდება პირობითად, დეკემბერში.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს საფრთხეს არ შეუქმნის დემოკრატიულ პროცესს.

„შეიძლება, იყოს ვითარება, როდესაც წესების დაცვამ, მაგალითად საარჩევნო უბნებში პირბადეების ტარებამ, ანტისეპტიკების გამოყენებამ და ა.შ. არ მოგვცეს გარკვეულ ვითარებაში არჩევნების ჩატარების საშუალება. ამ შემთხვევაში, პასუხს იძლევა მარტივად კონსტიტუცია – თუ ასეთი ვითარება დადგა, თუკი მეორე ტალღა დაემთხვა დავუშვათ არჩევნებამდე პერიოდს, ამ შემთხევაში შეიძლება, აუცილებელი გახდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. თუმცა ბუნებრივია, ამაშიც არ არის არაფერი ტრაგიკული. თუ ეს მოხდა ოქტომბერში და თუ ეს იქნა აუცილებელი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ოქტომბერში არ ჩატარდება არჩევნები, მაგრამ ჩატარდება პირობითად, დეკემბერში და ეს არსებით საფრთხეს მაინც არ შეუქმნის დემოკრატიულ პროცესს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 13, 2020 21:50