“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დედაუნივერსიტეტის სტატუსი უნდა დაუბრუნდეს”, – ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თსუ-ის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გააკეთა.
კობახიძე ხაზს უსვამს მთავრობის პასუხისმგებლობას დაუბრუნოს უნივერსიტეტს სტატუსი, როგორც „ივანე ჯავახიშვილმა და მისმა დიდმა თანამოაზრეებმა ჩაიფიქრეს!“.
„დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღეა! ეს დღე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი, როგორადაც ის ივანე ჯავახიშვილმა და მისმა დიდმა თანამოაზრეებმა ჩაიფიქრეს!”, – წერია კობახიძის განცხადებაში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ავრცელებს.














