5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 15, 2026
banner

ირაკლი კობახიძე – ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარული მიმართულებით დასაქმებულ თითოეულ პროფესორ-მასწავლებელზე მაქსიმალურად ვიზრუნებთ

მაქსიმალურად ვიზრუნებთ თითოეულ პროფესორ-მასწავლებელზე, რომელიც არის დასაქმებული ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარული მიმართულებით , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, საუნივერსიტეტო სისტემაში სერიოზული დეფიციტია კადრების თვალსაზრისით.

„რაც შეეხება ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარული მიმართულების ლექტორებს, ორ წელიწადნახევრის განმავლობაში დარჩება მილევად რეჟიმში შესაბამისი დისციპლინები და ამის შემდეგ მაქსიმალურად ვიზრუნებთ. ჩვენ გვაქვს სერიოზული დეფიციტი კადრების თვალსაზრისით საუნივერსიტეტო სისტემაში. შესაბამისად, როგორც კი დადგება ამის დრო და საჭიროება, მაქსიმალურად ვიზრუნებთ თითოეულ პროფესორ-მასწავლებელზე, რომელიც არის დასაქმებული ჰუმანიტარული მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – რომელიმე შენობას თუ აქვს განმსაზღვრელი მნიშვნელობა შესაბამისი უნივერსიტეტის იდენტობისთვის, ეს შენობა დარჩება თავის ადგილზე შესაბამისი აკადემიური დატვირთვით
შემდეგი სტატიატრიუმფის 80 წელი – საქართველოს ბანკი სუხიშვილების გენერალური სპონსორია