ირაკლი კობახიძე სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფება

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება.

სუს-ში არ აკონკრეტებენ, რასთან დაკავშირებით იკითხება კობახიძე, თუმცა სავარაუდოდ, საქმე ეხება მის მიერ არჩევნებამდე 1 დღით ადრე გაკეთებულ განცხადებას, სადაც ოპოზიციის “პროვოკაციულ გეგმებზე” ისაუბრა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობას ხელკეტებითა და ელექტროშოკებით მობილიზებული ეკიპაჟები ჰყავს და სამართალდამცველებს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციის აქცია და საოლქო კომისიის შენობაში ფანჯრიდან შეყრილი ფლაერები
შემდეგი სტატიაბადრი ჯაფარიძე: მშვიდობიანი პროტესტები უწყვეტად გაგრძელდება