ირაკლი კობახიძე – სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ანაზღაურებადი სტაჟირების სისტემის მაქსიმალური ეფექტიანობისთვის სტუდენტებსა და ახალგაზრდებთან ფართო კონსულტაციები დაიწყება

“უახლოეს დღეებში დავიწყებთ ფართო კონსულტაციებს სტუდენტებთან, ახალგაზრდებთან, რომ სტუდენტების, კურსდამთავრებულების ანაზღაურებადი სტაჟირების კონცეფციას მივცეთ საბოლოო სახე და სისტემამ მაქსიმალურად ეფექტიანად იმოქმედოს” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს გიორგი ამილახვარს პირველადი კონცეფციის მომზადებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენი მიზანია, შემოდგომიდან უკვე ავამოქმედოთ ეს სისტემა. მინიმუმ რამდენიმე ათას სტუდენტს უნდა მიეცეს რამდენიმეთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის საშუალება საჯარო და კერძო სტრუქტურებში, თანამშრომლობის საფუძველზე. გვინდა, მაქსიმალურად გამართული იყოს ეს სისტემა. პირველი წელი იქნება საპილოტე და ვიზრუნებთ ამ სისტემის შემდგომ გაუმჯობესებაზე. იმისთვის, რომ პირველივე წელს ეს სისტემა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების და სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობა, რომ ერთად მივცეთ მას საბოლოო სახე“, – აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიჩვენ გავალთ პირველ ადგილზე, დანარჩენი, ვინ რომელზე გავა, სიტუაცია გამოაჩენს – პაატა მანჯგალაძე
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – უნდა შევიმუშაოთ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც, გამკაცრდება სასჯელები დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით