14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ირაკლი კობახიძე სომხეთში ჩავიდა

ირაკლი კობახიძე სომხეთში ჩავიდა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ერევნის “ზვარტნოცის” საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი დახვდა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანისა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სახელით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად გაიმართება.

ირაკლი კობახიძე ერევანს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი: 2024 წლის ოქტომბრიდან 181-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, 26 დააკავეს, 20-ზე მეტი მედია საშუალება კი დაადუმეს