21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

ირაკლი კობახიძე: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზების გადამოწმების შემდეგ, 56%-ზე მეტით შემცირდა სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა

1-ელი ივნისის მონაცემებით, 40 225 ოჯახის გადამოწმების შედეგად, 22 707 ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყდა, რაც 56.4%-ია – დაზოგილმა თანხამ შეადგინა 54.7 მილიონი ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, 1-ელი ივნისის მონაცემებით, დასრულებულია 40 225 ოჯახის გადამოწმება.

“1-ელი ივნისის მონაცემებით, დასრულებულია 40 225 ოჯახის გადამოწმება. აქედან სოციალური დახმარება შეუწყდა 22 707 ოჯახს, რაც არის 56.4 %. აქედან დაზოგილმა თანხამ შეადგინა 54.7 მილიონი ლარი. აქ იყო ხშირად სპეკულაციები სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით. გვეუბნებოდნენ, რომ თუ მცირდებოდა სიღარიბე ქვეყანაში და იზრდებოდა ეკონომიკა, მაშინ რატომ იყო გაზრდილი სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა. მიზეზი იყო მარტივი – გამოცხადებული იყო ერთგვარი მორატორიუმი 2020 წლის შემდეგ, აღარ მომხდარა ბაზების გადახედვა. როგორც კი დავიწყეთ ბაზების გადახედვა, დადასტურდა ის, რაც ისედაც ვიცოდით – რომ რეალურად ამ ადამიანების დიდი ნაწილი აღარ საჭიროებდა სოციალურ დახმარებას.

ამ ადამიანების ნაწილს ჰქონდათ თვეში 3 000 ლარზე მეტი, 4 000 ლარზე მეტი შემოსავალი და მაინც იღებდნენ სოციალურ შემწეობას. საბოლოო ჯამში, მოხდა ბაზების გადახედვა და შესაბამისად 56%-ზე მეტით შემცირდა სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა. რა თქმა უნდა ეს პროცესი გაგრძელდება,“– აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: შარშანდელი წელი იყო გარდამტეხი მთავრობის საქმიანობაში
შემდეგი სტატიაჩვენი სურვილია, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღვადგინოთ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა- კობახიძე