14.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 12, 2026
banner

ირაკლი კობახიძე: სიტყვა პატიმარს სააკაშვილი რომ ახსენებს, ეს უკვე, სირცხვილია

სიტყვა პატიმარს სააკაშვილი რომ ახსენებს, ეს უკვე, რა თქმა უნდა, სირცხვილია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილი სიტყვა პატიმარს რომ ახსენებს, იქ უკვე კომენტარიც ზედმეტია.

„თქვენ გახსოვთ, რა ხდებოდა თავის დროზე საპატიმროებში, 25 000-მდე პატიმარი ჰყავდათ ციხეებში, ადამიანების წამება, დეტალებში აღარ შევალ, გახსენებაც არ გვინდა ამ ყველაფრის. ეს იყო სისტემური დანაშაული, რასაც ჩადიოდა მაშინდელი ხელისუფლება. როდესაც ასეთ პირობებში სააკაშვილი სიტყვა პატიმარს ახსენებს, იქ უკვე კომენტარიც ზედმეტია. ამაზრზენია ეს ყველაფერი,”- განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე: არსებობს ღია საკითხები. მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი ყველა დონეზე წარიმართოს
შემდეგი სტატიახოშტარია: ამ ოროსნის ჩასვლას სომხეთში, “ოცნებისთვის” 0 შედეგი ექნება