17.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ოქტომბერი 15, 2026
banner

ირაკლი კობახიძე: „სინდისის პატიმრები“ არ არსებობენ, არიან პატიმრები, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართული

„სინდისის პატიმრები“ არ არსებობენ, არიან პატიმრები, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართული, თუმცა ჩვენ ვართ მზად, ვაპატიოთ თითოეულ მათგანს, თუ იქნება მათი მხრიდან სინანული და აღიარება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებაზე.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, დანაშაულის მონანიების შემთხვევაში პირები საპატიმრო დაწესებულებას დატოვებენ.

„გავიმეორებ ჩვენს გზავნილს: თუ ვინმე მოინანიებს, აღიარებს საკუთარ დანაშაულს, მათ მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები, კერძოდ, შესაბამისი პირები დატოვებენ საპატიმროს, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს დანაშაული, რომელიც მათ თავის დროზე აქვთ ჩადენილი, ვგულისხმობ, ძალადობას, რომელსაც ისინი იყენებდნენ აქციების დროს. ეს პოზიცია ძალაში რჩება. ჩვენ ვიღებთ შესაბამის ზომებს, როდესაც კონკრეტული პირები მიმართავენ შესაბამის უწყებებს საკუთარი განცხადებებით. ჩვენი ეს პოზიცია არის ძალაში. როდესაც ამ რადიკალებს, უცხოურ აგენტურას არ უხარია ადამიანების გარეთ გამოსვლა, მათ მიერ საპატიმროების დატოვება ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რა არის მათი რეალური მიზანი. მათი ერთადერთი მიზანია რადიკალიზაცია, პოლარიზაციის კიდევ უფრო მეტად გაღვივება, ჩვენ გვაქვს სხვა დღის წესრიგი,“ – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების მასობრივ მოწამვლას ეხმაურება
შემდეგი სტატია21-ე სკოლის დირექტორი: შენობა მეოთხე კატეგორიას მიეკუთვნება და აქ ბავშვების ყოფნა უსაფრთხო არ არის